მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ჩვენმა იდეამ, დაგვებრუნებინა ფოთში საზღვაო განათლება, ფრთები შეისხა
24 აგვისტო, 2021
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, 300 სტუდენტი პროფესიულ საზღვაო განათლებას მიიღებს ფოთის საზღვაო სასწავლებლის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში!
დასრულდა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია:
 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბათუმის პროფესიულ საგნმანათლებლო ცენტრში:
- 6 პროფესიული პროგრამაზე, გამოცხადებული გვქონდა 125 ადგილი, ხოლო დარეგისტრირდა 917 აპლიკანტი!
 ფოთის პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც წელს პირველ ნაკადს მიიღებს:
- 10 პროფესიულ პროგრამაზე, გამოცხადებული გვქონდა 300 ადგილი და დარეგისტრირდა 315 აპლიკანტი!
ეს არის ნდობა, რომელიც დაიმსახურა ჩვენმა იდეამ.
ჩვენს ახალგაზრდებში საზღვაო პროფესიების, მათ შორის პროფესიული საზღვაო განათლების პოპულარიზაცია, წლების განმავლობაში გაწეული შრომის და ძალისხმევას შედეგია. ეს არის დარგი, სადაც ისინი თავის მომავალს ხედავენ.
ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy
ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი
და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia თითოეულ თანამშრომელს!
აპლიკანტებს კი გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით საზღვაო პროფესიონალების ახალ თაობას!”
- თამარ იოსელინი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი.