მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო Network of Excellence (#NoE) წევრი გახდა!
19 ოქტომბერი, 2021

#NoE აერთიანებს ინოვაციურ ნავსადგურებს და წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც მხარს უჭერს პორტებს ინოვაციური პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მდგრადი განვითარებას მიზნების მისაღწევად. 

2019 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარმოადგინა ევროპული მწვანე შეთანხმება - ზრდის ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია 2050 წლისთვის ევროპა გახდეს პირველი ნახშირბად-ნეიტრალური კონტინენტი. აღნიშნული ასევე განიხილება, როგორც 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგით განსაზღრული საკითხების განხორციელებისთვის ევროკავშირის გეგმის განუყოფელი ნაწილი. 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ამ ქსელის წევრი, ჩაერთვება ქსელის საქმიანობაში და თავის წვლილს შეიტანს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.