მთავარი > სიახლეები
სიახლეები
მეზღვაურთა საყურადღებოდ!
13 დეკემბერი, 2021
მეზღვაურთა დოკუმენტაციის 1 წლიანი ვადა, რომელიც იწურება 2022 წლის 1 მარტამდე, შესაძლოა გაგრძელდეს 3 თვით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
თუ გემის მფლობელი/გემის მენეჯერი მიმართავს სააგენტოს და მოითხოვს მეზღვაურის დოკუმენტაციისათვის ვადის გაგრძელებას;
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: მეზღვაურის კვალიფიკაციის სერთიფიკატები, მეზღვაურთა წიგნები; ასევე მითითებული უნდა იყოს მეზღვაურის სამუშაო ვადა, გემის ადგილმდებარეობა და შემდეგი პორტი;
განცხადება უნდა შეიცავდეს მეზღვაურის წერილობით დადასტურებას/თანხმობას დოკუმენტაციის ვადის გაგრძელებაზე.