მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა
28 აპრილი, 2022
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, საქართველოს ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის მიზნით, მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია 19 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
პორტების გაერთიანებული სისტემა (PCS) წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმას, რომელიც პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს. ამ სისტემასთან ქართული ნავსადგურების გაერთიანება გააუმჯობესებს პორტებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ხელს შეუწყობს უწყებათაშორის კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას.
 სისტემის დანერგვისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურ - გერმანული კონსორციუმმა განახორციელა. კონტრაქტორმა შეისწავლა რეგიონულ სისტემებთან, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები და შეიმუშავა საქართველოში