მთავარი > > რეგისტრაციის ტიპები
რეგისტრაციის ტიპები

საერთაშორისო ან შიდა ნაოსნობა

  • გემის მესაკუთრეა სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარეგისტრირებელი სახელმწიფოს გემების რეესტრში შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, თუ არ არსებობს პირდაპირი მითითება სხვა რამეზე.
  • გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა , საზღვაო იპოთეკა და სხვ ა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში.

საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია.

შიდა ნაოსნობაშ რეგისტრირდება გემი, რომელიც განახორციელებს ნაოსნობას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა.

ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაცია:

  • ბერბოუტ-ჩარტერის პირობით რეგისტრირდება გემი, რომელზეც დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი და წარმოადგინოს წინა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საბუთი.
  •  გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია.
  • ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით. მოწმობის რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად.

მშენებარე გემის რეგისტრაცია:

  • მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას.
  • გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა , საზღვაო იპოთეკა და სხვ ა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში . იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია , რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა , რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა , საზღვაო იპოთეკა და სხვა ), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით , რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა.

დამატებითი ინფორმაცია

  • თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც რეგისტრაციისათვის.

აღიარებული აგენტები

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ფლოტის შექმნა, რეგისტრაციის პირობების დახვეწა და მაღალი ტექნიკური სტანდარტების შენარჩუნება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით სააგენტო აქტიურად აგრძელებს მსოფლიოს მასშტაბით ე.წ. გენერალური სარეგისტრაციო აგენტებისა და დროშის სახელმწიფო ინსპექტორების ქსელის შექმნას. ამ პროცესში სააგენტოს მთავარი ამოცანებია, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ახალი გემების მოზიდვა და მათზე ეფექტური კონტროლის განხორციელება.
  • აგენტი შესაძლოა იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება დროშის ადმინისტრაციასთან და საკლასიფიკაციო საზოგადოებებთან. აგენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების მოზიდვა და გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განავითაროს ურთიერთობები გემთმფლობელსა და სააგენტოს შორის. აგენტი უნდა ფლობდეს ინფორმაციას საზღვაო-სანაოსნო ბაზრის ყველა კომერციული და ტექნიკური ასპექტის შესახებ.
  • აგენტი მოქმედებს გემთმფლობელის დავალებით და სახელით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
  • სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით, აგენტი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სააგენტოს, ელექტრონული ან ბეჭდური სახით.
  • აგენტების აღიარების წესი