საზღვაო იპოთეკა
იპოთეკა
- საზღვაო იპოთეკის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია გულისხმობს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში. საზღვაო იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება დამგირავებლის მიერ საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში წარდგენის საფუძველზე.
- საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საზღვაო იპოთეკის უფლების წარმოშობის, ისე საზღვაო იპოთეკის უფლებაში ცვლილების და საზღვაო იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.
- იპოთეკის უფლების წარმოშობის,იპოთეკის უფლებაში ცვლილების და იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.
იპოთეკის აღრიცხვის წესი
- გემთმფლობელმა, რომელიც აგირავებს თავის კუთვნილ გემს:
- უნდა შეავსოს იპოთეკის შესახებ განცხადების და განაცხადის ფორმები და დაამოწმოს თავისი ხელმოწერით და ბეჭდით. თუ დამგირავებელი ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა უნდა იქნეს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;
- წარმოადგინოს გემის იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების დედანი და ნოტარულად დამოწმებული ასლი, რომელიც შეინახება გემის საქმეში, ხოლო დედანი შედარების შემდეგ უბრუნდება დამგირავებელს;
- წარმოადგინოს გემის მოწმობის რეგისტრაციის მოწმობა დედანი, რომელზეც გაკეთდება აღნიშვნა იპოთეკის შესახებ.
იპოთეკის შეწყვეტა
- იპოთეკის შეწყვეტისას კრედიტორი (მოგირავნე) წარმოადგენს წერილობით განცხადებას და შევსებული განაცხადის ფორმებს დამგირავებლის მიერ თავისი ვალდებულების შესრულების თაობაზე, რის შესახებაც ხდება ჩაწერა ამ განცხადების დედანზე, რომელიც მოწმდება ხელმოწერებითა და ბეჭდით.