მთავარი > > რეგისტრაციიდან მოხსნა
რეგისტრაციიდან მოხსნა

რეგისტრაციის შეწყვეტა /შეჩერება/მოხსნა

  • საქართველოს საზღვაო კოდექსის დებულებათა საფუძველზე გემს შეიძლება შეუჩერდეს/ შეუწყდეს რეგისტრაცია

გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია :

  • გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა;
  • რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა;
  • გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა;
  • გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა;
  • წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა , რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;
  • სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა.

 გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება , მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად ;
  • გემის მდგომარეობის საზღვაო კოდექსის დებულებებთან ან / და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა ;
  • გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების , ნაოსნობის უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა;
  • გემის სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში დაკავება. 

გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია:

  • გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნა;
  • გემის ჩამოწერა;
  • გემის შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისად ცნობა;
  • გემის დაღუპვა;
  • ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლა (ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში);
  • გემის მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა;
  • სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა

გემის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს, უარი თქვას გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე /რეგისტრაციის შეწყვეტაზე, თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან შესრულდა ნაწილობრივ. სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, თუ გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები მას არ ჩაჰბარდება.