მთავარი > ძებნა-გადარჩენა > ფუნქციები და სტრუქტურა
ფუნქციები და სტრუქტურა

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს:

კონტროლს გემების ნაოსნობაზე - საქართველოს პასუხისმგებლობის SAR (საძიებო-სამაშველო) რაიონში;

უწევს კოორდინაციას და ორგანიზებას - ძებნა-გადარჩენის ოპერაციებს უბედურების შეტყობინების მიღების შემთხვევაში და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციას მის განკარგულებაში არსებული სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით, საჭიროების შემთხვევაში კი გარეშე რესურსების მოზიდვით;

ახორციელებს 24 საათიან მორიგეობას - რადიო ეთერში GMDSS სისტემის A1 და A2 საზღვაო რაიონებში სპეციალური რადიოკავშირის საშუალებებით;

უწევს გემებს 24 საათიან:

აინფორმაციო მომსახურებას - მნიშვნელოვანი სანავიგაციო ინფორმაციით გემების დროულ უზრუნველყოფას;

ანავიგაციო დახმარებას - გემებზე გადაწყვეტილების მიღების დასახმარებლად და ეფექტური მონიტორინგისათვის, განსაკუთრებით რთულ სანავიგაციო და მეტეოროლოგიურ პირობებში ან სხვა საგანგებო შემთხვევაში;

სრულებს გემების მოძრაობის ორგანიზებას - საშიში სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით გემების შემდგომი გადაადგილების დაგეგმვას, რაც ითვალისწინებს გემების მოძრაობაზე დაკვირვებას.

მეკავშირე ოფიცერი - უზრუნველყოფს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" წარმომადგენლობას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრში (სუფსა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დღის განმავლობაში.

ატარებს და მონაწილეობას ღებულობს - ადგილობრივ და საერთაშორისო ძებნა-გადარჩენის ოპერაციების და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნებში.

 

დეპარტამენტის სტრუქტურა

საქართველოს საზღვაო საძიებო-სამაშველო რაიონი - საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის რაიონი - ჩამოყალიბდა, როგორც ძებნა-გადარჩენის და ნავთობის დაღვრაზე რეაგირების რეგიონი საზღვაო ძებნა-გადარჩენის საერთაშორისო კონვენციის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დოკუმენტების შესაბამისად. საქართველო მიუერთდა ძებნა-გადარჩენის საერთაშორისო კონვენციას (SAR 1979) 1995 წელის 24 სექტემბერს.

შემდეგი სამართლებრივი აქტები არეგულირებენ ძებნა-გადარჩენის, ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ოპერაციებს და გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას საქართველოში:

1.  საქართველოს კანონი  „საზღვაო კოდექსი" - 1997;

2.  საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ" - 2000;

3.  საქართველოს კანონი „საზღვაო სივრცის შესახებ" - 1998;

4. საქართველოს მთავრობის დადგენილება №348 „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის" ჩამოყალიბების შესახებ - 2013;

5.  საქართველოს მავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N386 დადგენილება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ - 2013;

6.  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №57 დადგენილება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე - 2014;

7.  საქართველოს მთავრობის დადგენილება №195 „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის"დამტკიცების თაობაზე - 2016.

8.  „საჯარო   სამართლის    იურიდიული    პირის   -   საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დებულება

9. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები

10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს სსიპ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N 19 ბრძანება "ნავსადგურის წესების" დამტკიცების შესახებ - 2012;

11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №05 2016 წლის 30 მარტი „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის" დამტკიცების შესახებ - 2016;

საერთაშორისო საზღვაო კონვენციები, რეკომენდაციები და დირექტივები:

1.  ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ  - SOLAS 1974;

2.  გემებიდან ზღვის  დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ - MARPOL 1973;

3.  საზღვაო ძებნა-გადარჩენის შესახებ - SAR 1979;

4.  ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესების შესახებ - COLREG 1972;

5.  სამოქალაქო პასუხისგებლობის შესახებ, ნავთობით ზღვის დაბინძურების შედეგად მიღებული  ზარალის გამო - CLC PROT 1969;

6.  საკომპენსაციო ფონდის შესახებ, ნავთობით ზღვის დაბინძურების შედეგად მიღებული  ზარალის გამო - FUND PROT 1992;

7.  ზღვის ნავთობით დაბინძურებაზე მზადყოფნის, რეაგირების და თანამშრომლობის შესახებ - OPRC 1990;

8.  ქონების (გემი, ტვირთი) გადარჩენის შესახებ- SALVAGE 1989.

9.  შუქურის სამსახურების და საზღვაო სანავიგაციო  საშუალებების საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციები: V-103, V-119, V-127, V-128

10. 2002 წლის 27 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა გაერთიანების ფარგლებში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და ინფორმაციული სისტემის შექმნისა და საბჭოს 93/75/EEC დირექტივის გაუქმების შესახებ - 2002/59/EC;

11. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის დრიექტივა  - 2009/17/EC;

12. 2014 წლის 28 ოქტომბრის კომისიის დირექტივა - 2014/100/EU.

საერთაშორისო რეგიონალური შეთანხმება:

1. შეთანხმება შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის თანამსრომლობის შესახებ საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით - Ankara Agreement 1978.

დეპარტამენტი:

1. მუდმივად ცდილობს გაეცნოს მომხმარებლების გამოხმაურებას მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუზლია ონლაინ რეჟიმში შეავსოს CUSTOMER FEEDBACK;

2. აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების ძებნა-გადარჩენის კონფერენციებში და წარმოადგენს ამ კონფერენციის ვებ გვერდის მოდერატორს.