მთავარი > > SAR and OSR 2014
SAR and OSR 2014

2014 წლის 26 სექტემბერს სსიპ „ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ და სსსც-ის კოორდინაციით ჩატარდა   პირველი  ფართო მაშტაბიანი ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები GEO SAR&OSREX 2014.

წვრთნების დანიშნულება იყო: ზღვაში გადავარდნილი ადამიანების ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ჩატარება, ფართო მაშტაბის ოპერაციის ორგანიზება ავრიული გემებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაცია, სანაპირო ზონის დაცვა დაღვრილი ნავთობისაგან და;

ოპერციის მართვის შტაბების (კომპეტენტური ეროვნული უწყება, კომპეტენტური ეროვნული საოპერაციო უწყება, ავარიულ შემთხვევაზე რეაგირების ცენტრი - სსსც, ნავსადგურის კაპიტანი, საქართველოს სამინისტროები და უწყებები) შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება.

წვრთნებში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

სსსც - წვრთნების ხელმძღვანელი, ოპერატიული ჯგუფი - მორიგე კოორდინატორები; კავშირის უზრუნველყოფის ჯგუფი - რადიო ოპერატორები; ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის ავარიული ჯგუფი (დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობაზღვაში); ბათუმის, ფოთის, ყულევის - ნავსადგურის კაპიტნები; ჯგუფები: ნავთობის დაღვრის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მონიტორინგის; ლოჯისტიკისა და მოქმედებების დაგეგმვის; საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის; სასწავლო უნივერსიტეტი სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; შპს საზღვაო სასწავლო ცენტრი “ANRI” (სასწავლო გემი ““KAPITAN O. CHAXVADZE”);

საქართველოს სამინისტროები და უწყებები – გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური (კატარღა “BUNEBA 5”), სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს - სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი (ორი სწრაფმავალი კატარღა, შვეულმფრენი), საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის სამაშველო და რეაგირების სამსახური (დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ნაპირზე, მყვინთავი), აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო (საპატრულო ეკიპაჟები), თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი (შვეულმფრენი), საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური - გემი “GIDROGRAF 81”, აჭარის ა.რ. გარემოსა და ბუნებრივი დაცვის რესურსების სამმართველო, აჭარის ა.რ. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (სწრაფმავალი კატარღები, მყვინთავები), ბათუმის მერია,  შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური (ბუქსირი - “KAPITAN T. FAGAVA”, მცურავი ამწე “CHERNOMORETS 9” შეგროვებული დაღვრილი ნავთობის გადასტანი გემი “AISI”), სუფსის საზღვაო ტერმინალი (კონტრაქტორი კომპანია - NRC, დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ნაპირზე,), კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, (სახანძრო ბუქსირი “PATRIOT”), შავი ზღვის ყულევის ნავთობ ტერმინალი,  შპს ბათუმის ნავთობ ტერმინალი (კონტრაქტორი კომპანია - NRC, დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ნაპირზე); სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს საქერონავიგაცია“, შპს „ბათუმის აეროპორტი“;

ავარიული სუბკონტრაქტორები (სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო დაცვა, საპატრულო პოლიცია, სამოქალაქო სუბკონტრაქტორი).

წვრთნის მიმდინარეობა და დასრულება: 2014 წლის 26 სექტემბერს 11:00 საათზე ადგილობრივი დროით მოხდა საზღვაო ავარია - მაზუთით დატვირთული ბუნკერ მზიდს „DONA”, რომელიც ნაპირიდან 4.126 საზღვაო მილით იყო დაცილებული და მიმართებოდა კურსით 091.6°, კოორდინატებში 41° 41’ 060N  041° 33’755 E  შეეჯახა მეთევზე გემი “LIRA ”, რომელიც მიემართდებოდა კურსით 354° გაშლილ ზღვაში. შეჯახების შედეგად ბუნკერ მზიდი „DONA”-დან იღვრება მაზუთი, ქარის და დინების მიმართულება არის ნაპირისაკენ, დაღვრილი მაზუთის რაოდენობა დგინდება, მეთევზე გემმა “LIRA ”- ამ შეჯახების შედეგად მიიღო კორპუსის დაზიანება, საიდანაც მასში შედის წყალი და აქვს 9° გადახრა მარჯვენა ბორტით, სატვირთო სათავსოსთან გაჩნდა ხანძარი, ეკიპაჟის 8 წევრი გადავარდა წყალში, ხოლო რამდენიმემ მიიღო სერიოზული დაზიანება. ორივე გემიდან საქართველოს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრმა ქ. ბათუმში მიიღო უბედურების შესახებ სიგნალი, როგორც VHF 16 არხზე, ასევე VHF DSC 70 არხზე.

იმავდროულად ამოქმედდა ზღვაში ძებნა-გადარჩენის ოპერაციების და ნავთობის დაღვრაზე რეაგირების საგანგებო გეგმები და  პროცედურები. ეროვნულ საველე კოორდინატორს წარმოადგენს სსსც-ს. ზღვაზე და ნაპირზე ოპერაციების ჩასატარებლად ეროვნული საველე კოორდინატორი ნიშნავს ადგილობრივ საველე კოორდინატორებს.

 

წყალში გადავარდნილი ადამიანების ადგილმდებარეობის დასადგენად და გადასარჩენად დაბინძურების ინციდენტის რაიონში გაიგზავნოს ბათუმიდან სანაპირო დაცვის სწრაფმავალი 2 კატარღა და შვეულმფრენები.

ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის, ავარიული ბუნკერმზიდისა და მეთევზე გემისათვის დახმარების გაწევისათვის, დაღვრილი ნავთობის რაოდენობის, მისი გავრცელების არეალის დასადგენად დაბინძურების ინციდენტის რაიონში გაიგზავნა: შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური კატარღა - “BUNEBA-5”, ბათუმის ნავსადგურიდან მცურავი ამწე “CHERNOMORETS 9” (რომელზეც განთავსდება ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის საჭირო მე-2 დონის აღჭურვილობა) და “KAPITAN T. FAGAVA”, შეგროვებული დაღვრილი ნავთობის გადასატანი გემი “AISI”,  ფოთის პორტიდან სახანძრო ბუქსირი “PATRIOT” მეთევზე გემ “LIRA ”-ზე ხანძრის ჩასაქრობად, აჭარის ა.რ. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო - სწრაფმავალი კატარღები, მყვინთავები, სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის გემი “GIDROGRAF 81”, შპს საზღვაო სასწავლო ცენტრი “ANRI”-ის სასწავლო გემი ““KAPITAN O. CHAXVADZE” (რომელზეც განთავსდა კომპეტენტური ეროვნული საოპერაციო უწყება, წვრთნების ხელმძღვანელი ჯგუფით, დამკვირვებლები და შემფასებლები).

 

იმის გარკვევის შემდეგ, რომ ზღვაში ჩაიღვარა 20 ტონამდე მაზუთი, რაც შესაბამება მე-2 დონის ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციას და არსებობს იმის გარდაუვალი საშიშროება, რომ დაღვრილი მაზუთი მიაღწევს სანაპირო ზოლამდე, ჟილინის არხის ზღვასთან შესართავის მიდამოებში და ახლომდებარე სანაპირო ზოლზე გაიგზავნა: სუფსის საზღვაო ტერმინალი (კონტრაქტორი კომპანია - NRC); შპს ბათუმის ნავთობ ტერმინალი (კონტრაქტორი კომპანია - NRC); შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის სამაშველო და რეაგირების სამსახურის ჯგუფი; სახანძრო ეკიპაჟი; საწრაფო დახმარების ბრიგადა; საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ ნაპირთან ახლოს მისასვლელ გზებ და ბილიკებს.

წვრთნების მონაწილეებთან ჩატარდება საწყისი ბრიფინგი, დაზუსტდა ტექ. საკითხები დარიგდა სცენარები, ანისაზღვრა საბოლოოდ მონაწილეები, დამკვირვებლები, შემფასებლები მათი საწყისი პოზიციები და ა.შ. წვრთნების დამთავრების შემდეგ ჩატარდა დასკვნითი ბრიფინგი, სადაც მოისმინეს ზღვაზე და ნაპირზე  დანიშნული ადგილობრივი საველე კოორდინატორების ანგარიშები, დამკვირვებლებისა, შემფასებლების შეფასებები და ეროვნული საველე კოორდინატორის დასკვნითი მოხსენება.