მთავარი > > GEO SAR and OSREX 2017
GEO SAR and OSREX 2017

 

2017 წლის 30 ივნისს სსიპ „ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ და ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის კოორდინაციით ჩატარდა   მეორე  ფართო მაშტაბიანი ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები GEO SAR&OSREX 2017.

წვრთნების დანიშნულება იყო: ზღვაში გადავარდნილი ადამიანების ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ჩატარება, ფართო მაშტაბის ოპერაციის ორგანიზება ავრიული გემებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაცია, სანაპირო ზონის დაცვა დაღვრილი ნავთობისაგან და ოპერციის მართვის შტაბების (კომპეტენტური ეროვნული უწყება, კომპეტენტური ეროვნული საოპერაციო უწყება, ავარიულ შემთხვევაზე რეაგირების ცენტრი - სსსც, ნავსადგურის კაპიტანი, საქართველოს სამინისტროები და უწყებები) შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება.

წვრთნებში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი - წვრთნების ხელმძღვანელი, ოპერატიული ჯგუფი - მორიგე კოორდინატორები; კავშირის უზრუნველყოფის ჯგუფი - რადიო ოპერატორები; ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის ავარიული ჯგუფი (დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ზღვაში); ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურის კაპიტნები; ჯგუფები: ნავთობის დაღვრის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მონიტორინგის; ლოჯისტიკისა და მოქმედებების დაგეგმვის; საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის;

სასწავლო უნივერსიტეტი სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; შპს საზღვაო სასწავლო ცენტრი “ANRI” (სასწავლო გემი ““KAPITAN O. CHAXVADZE”); ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესიტეტი (სასწავლო გემი “ELITA”);

საქართველოს სამინისტროები და უწყებები – გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო (კატარღა “BUNEBA 1”), სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია (შვეულმფრენი), სანაპირო დაცვის დეპარტამენტი (ორი სწრაფმავალი კატარღა), საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო მართვის მთავარი სამმართველო (სამაშველო კატარღა, მყვინთავი, დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ნაპირზე, სახანძრო დაცვა), აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო (საპატრულო ეკიპაჟები), საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური - გემი “GIDROGRAF 81”, აჭარის ა.რ. გარემოსა და ბუნებრივი დაცვის რესურსების სამმართველო; 

შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური (ბუქსირი - “KAPITAN T. FAGAVA”, მცურავი ამწე “CHERNOMORETS 9” შეგროვებული დაღვრილი ნავთობის გადასტანი გემი “AISI”, ნავთობშემგროვებელი „FLORA”), საქართველოს მილსადენის კომპანია - BP საქართველო (კონტრაქტორი კომპანია - NRC, დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ნაპირზე), კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, (სახანძრო ბუქსირი “PATRIOT”), შავი ზღვის ყულევის ნავთობ ტერმინალი,  შპს ბათუმის ნავთობ ტერმინალი (კონტრაქტორი კომპანია - NRC, დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ნაპირზე); სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქაერონავიგაცია“, შპს „ბათუმის აეროპორტი“, სს სამედიცინო ცენტრი „საზღვაო ჰოსპიტალი“, შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“.

წვრთნის მიმდინარეობა და დასრულება: 2017 წლის 30 ივნისს 11:00 საათზე ადგილობრივი დროით მოხდა (პირობითი) საზღვაო ავარია -   მაზუთის საწვავით დატვირთული ტანკერი "NORD STAR", რომელიც ნაპირიდან 4.12 საზღვაო მილით იყო დაცილებული და მიმართებოდა კურსით 311°, ბათუმის ნავტობ ტერმინალიდან. კოორდინატებში 41° 41’ 060N  041° 33’755 E  მას შეეჯახა სატვირთო გემი "DIANA", რომელიც მიემართდებოდა კურსით 195°. შეჯახების შედეგად ტანკერ "NORD STAR"-დან იღვრება მაზუთის საწვავი, ქარის და დინების მიმართულება არის ნაპირისაკენ, დაღვრილი მაზუთის საწვავის რაოდენობა დგინდება, სატვირთო გემმა "DIANA"- ამ შეჯახების შედეგად მიიღო კორპუსის დაზიანება, საიდანაც მასში შედის წყალი და აქვს 9° გადახრა მარჯვენა ბორტით, სატვირთო სათავსოსთან გაჩნდა ხანძარი, ეკიპაჟის 8 წევრი აღმოჩნდა წყალში, წყალში გადაგდებულია 10 კაციანი სამაშველო ტივი, ხოლო რამდენიმემ მიიღო სერიოზული დაზიანება. ორივე გემიდან საქართველოს სსსც-მა ქ. ბათუმში მიიღო უბედურების შესახებ სიგნალი, როგორც VHF 16 არხზე, ასევე VHF DSC 70 არხზე.

იმავდროულად ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება № 195 „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმა, რომელიც საქართველოს კანონით „საზღვაო სამაშველო სამსახურის შესახებ“ აკისრებს საქართველოს სსსც-ს პასუხისმგებლობას ზღვაზე ძებნა-გადარენის ოპერაციების ჩატარების და ზღვაში ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის კოორდინირებაზე საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ეროვნულ საველე კოორდინატორს წარმოადგენს სსსც-ს უფროსი. ზღვაზე და ნაპირზე ოპერაციების ჩასატარებლად ეროვნული საველე კოორდინატორი ნიშნავს ადგილობრივ საველე კოორდინატორებს წყალში გადავარდნილი ადამიანების ადგილმდებარეობის დასადგენად და გადასარჩენად დაბინძურების ინციდენტის რაიონში გაიგზავნა ბათუმიდან სანაპირო დაცვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კატარღები, სს სამედიცინო ცენტრი „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს წარმომადგენელი ადგილზე პროფესიონალური სამედიცინო დახმარების გასაწევად და ბათუმის აეროპორტიდან შვეულმფრენი.

ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის, ავარიული ტანკერისა და სატვირთო გემისათვის დახმარების გაწევისათვის, დაღვრილი მაზუთის საწვავის რაოდენობის, მისი გავრცელების არეალის (ქარის მიმართულება, სიჩქარე, ზღვის მდგომარეობა), დასადგენად დაბინძურების ინციდენტის რაიონში გაიგზავნოს: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს კატარღა - “BUNEBA-1”,

 

ბათუმის ნავსადგურიდან მცურავი ამწე “CHERNOMORETS 9” (რომელზეც განთავსდება ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის საჭირო მე-2 დონის აღჭურვილობა), ბუქსირი “KAPITAN T. FAGAVA”, შეგროვებული დაღვრილი მაზუთის საწვავის გადასატანი გემი “AISI”, ნავთობშემგროვებელი „FLORA”, ფოთის პორტიდან სახანძრო ბუქსირი “PATRIOT”,


 

შპს საზღვაო სასწავლო ცენტრი “ANRI”-ის სასწავლო გემი ““KAPITAN O. CHAXVADZE” (რომელზეც განთავსდებიან კომპეტენტური ეროვნული საოპერაციო უწყება, წვრთნების ხელმძღვანელი ჯგუფით, დამკვირვებლები და შემფასებლები), სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის გემი “GIDROGRAF 81” (სატვირთო გემის "DIANA"-ს როლში), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესიტეტის სასწავლო გემი “ELITA” (ტანკერ "NORD STAR"-ის როლში).

 

 

წვრთნების არეალის სქემა და სურათი ღია ზღვაში

 

წვრთნების არეალის სქემა ნაპირზე

 

მის გარკვევის შემდეგ, რომ ზღვაში ჩაიღვარა 35 ტონამდე მაზუთი, რაც შესაბამება მე-2 დონის ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციას და არსებობს იმის საშიშროება, რომ დაღვრილი მაზუთი მიაღწევს სანაპირო ზოლამდე, ჟილინის არხის ზღვასთან შესართავის მიდამოებში და ახლომდებარე სანაპირო ზოლზე გაიგზავნა: საქართველოს მილსადენის კომპანია - BP საქართველო (კონტრაქტორი კომპანია - NRC); შპს ბათუმის ნავთობ ტერმინალი (კონტრაქტორი კომპანია - NRC); საგანგებო  სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო მართვის მთავარი სამმართველოს ჯგუფი; სახანძრო ეკიპაჟი; საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ ნაპირთან ახლოს მისასვლელ გზებ და ბილიკებს.

 

წვრთნების მონაწილეებთან ჩატარდება საწყისი ბრიფინგი, დაზუსტდა ტექ. საკითხები დარიგდა სცენარები, განისაზღვრა საბოლოოდ მონაწილეები, დამკვირვებლები, შემფასებლები მათი საწყისი პოზიციები და ა.შ. წვრთნების დამთავრების შემდეგ ჩატარდა დასკვნითი ბრიფინგი, სადაც მოისმინეს ზღვაზე და ნაპირზე  დანიშნული ადგილობრივი საველე კოორდინატორების ანგარიშები, დამკვირვებლებისა, შემფასებლების შეფასებები და ეროვნული საველე კოორდინატორის დასკვნითი მოხსენება.