‘’მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის’’ და "ნაოსნობის წიგნაკის’’ გაცემა / საფასური
მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და/ან ნაოსნობის წიგნაკის განაცხადის ჩაბარების დროს სავალდებულოა შემდეგი მოქმედი დოკუმენტები:
1. გადახდის ქვითარი მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისთვის ან/და ნაოსნობის წიგნაკისთვის:
2. ფოტოსურათი - ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი იუსტიციის სახლის ფოტო-ჯიხურიდან, რომელიც მოიცავს პირის სახეს ნიკაპიდან თხემამდე, სათვალისა და თავსაბურავის გარეშე.
3. სამოქალაქო პასპორტის ასლი დედნის წარდგენით - ფოტოსურათიანი (საპერსონალიზაციო) გვერდი.
4. მოქმედი კომპეტენციის ან კომპეტენციის შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატის (სამუშაო დიპლომის).
5. მოქმედი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა - გაცემული უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.
6. მოქმედი მეზღვაურის წიგნაკი/მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი - რომელიც უკვე რეგისტრირებულია მეზღვაურთა მონაცემთა ბაზაში.
7. სტუდენტთათვის (დამატებით) - საქართველოს საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა (სადაც მითითებულია, რომ სტუდენტმა გემზე უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა ან წვრთნები).
8. უცხო ქვეყნის სტუდენტთათვის (დამატებით) - ბინადრობის მოწმობა; საქართველოს საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა.
9. სუპერინტენდენტთათვის (დამატებით): საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა (სადაც მითითებულია, რომ პირი ასრულებს ამ კომპანიის მიერ დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას).
10. გემის პერსონალის წევრებისათვის სავალდებულო კვალიფიკაციის სერტიფიკატები - „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის დამზადების, გაცემისა და გამოყენების“ წესის მიხედვით.