მთავარი > > მეზღვაურის წიგნაკისა და საიდენტიფიკაციო ბარათი
მეზღვაურის წიგნაკისა და საიდენტიფიკაციო ბარათი

‘’მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის’’ და "ნაოსნობის წიგნაკის’’ გაცემა / საფასური

პუნქტი ‘’’’ / მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი გაცემა (გაიცემა 10 წლით):
-          მე-7 დღე                                 - 62 ლარი
-          მე-5 დღე                                 - 92 ლარი
-          მე-3 დღე                                 - 122 ლარი
-          24 საათის განმავლობაში - 152 ლარი
-          იმავე დღეს                            - 182 ლარი
 
პუნქტი ‘’’’ / მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემა (გაიცემა წლით) :
-          მე-7 დღე                                 - 23 ლარი
-          მე-5 დღე                                 - 43 ლარი
-          მე-3 დღე                                 - 63 ლარი
-          24 საათის განმავლობაში - 83 ლარი
-          იმავე დღეს                            - 105 ლარი

მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და/ან ნაოსნობის წიგნაკის განაცხადის ჩაბარების დროს სავალდებულოა შემდეგი მოქმედი დოკუმენტები:

1.       გადახდის ქვითარი მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისთვის ან/და ნაოსნობის წიგნაკისთვის:

2.       ფოტოსურათი - ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი იუსტიციის სახლის ფოტო-ჯიხურიდან,  რომელიც მოიცავს პირის სახეს ნიკაპიდან თხემამდე, სათვალისა და თავსაბურავის გარეშე.

3.       სამოქალაქო პასპორტის ასლი დედნის წარდგენით - ფოტოსურათიანი (საპერსონალიზაციო) გვერდი.

4.       მოქმედი კომპეტენციის ან კომპეტენციის შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატის (სამუშაო დიპლომის).

5.       მოქმედი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა - გაცემული  უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.

6.       მოქმედი მეზღვაურის წიგნაკი/მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი - რომელიც უკვე რეგისტრირებულია მეზღვაურთა მონაცემთა ბაზაში.

7.       სტუდენტთათვის  (დამატებით) - საქართველოს საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა (სადაც მითითებულია,  რომ  სტუდენტმა გემზე უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა ან წვრთნები).

8.       უცხო ქვეყნის სტუდენტთათვის (დამატებით) - ბინადრობის მოწმობა;  საქართველოს საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა.

9.       სუპერინტენდენტთათვის (დამატებით):     საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა  (სადაც მითითებულია,  რომ  პირი ასრულებს ამ კომპანიის მიერ დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას).

10.   გემის პერსონალის წევრებისათვის სავალდებულო კვალიფიკაციის სერტიფიკატები  - „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის დამზადების, გაცემისა და გამოყენების“ წესის მიხედვით.

  

სტუდენტებისათვის/კადეტებისათვის მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი" გაიცემა უფასოდ (მხოლოდ დღიანი მომსახურების შემთხვევაში), ხოლო "საიდენტიფიკაციო ბარათი" კი გაიცემა  ჩვეულებრივ შესაბამისი საფასურის გადახდით. 

ბარათისა და წიგნაკის შეცვლა ხორციელდება მისი/მათი დაზიანების, დაკარგვის და ვადის გასვლის შემთხვევაში, რომლის დროსაც უნდა წარმოადგინოტ ყველა ზემოთ ცამოთვლილი და დამატებით: 

-  დაზიანების შემთხვევაში ხდება დოკუმენტის პერფორირება და აუციელებლია დოკუმენტის წარდგენა სააგენტოში;

- დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა ცნობა დაკარგვის შესახებ სამართალდამცავი ორგანოდან;